ninosanikidze
Monday, June 11, 2018
Monday, July 17, 2017
ტრენინგის მე-9 დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს იყო შემაჯამებელი მეცადინეობა, სადაც წარდგენილი იქნა პრეზენტაციები უკვე შექმნილი პროექტების. გარდა ამისა, მოხდა პროექტის შაბლონის გადმოწერა, ვიდეო გაკვეთილების გვერდის გაცნობა და განხილულ იქნა სამომავლო გეგმები და იდეები. მადლობა ტრენერს გულითადი და საინტერესო სწავლებისათვის.
ტრენინგის მე-8 დღე
ტრენინგის მერვე დღეს განხილულ იქნა დიფერენცირებული სწავლების მეთოდები , ფასილიტაციის ტექნოლოგიების განხილვა. საბოლოო ფორმა მიეცა ჩვენს მიერ შექმნილ პროექტებს და ატვირთული იქნა ბლოგზე. ტრენერი როგორც ყოველთვის გამოირჩეოდა თანამშრომლობის უნარებით.
ტრენინგის მე-7 დღე
მეშვიდე დღე შეეხებოდა ძირითადად კვლევის საბაზისო უნარების განხილვას, მასთან დაკავშირებული ტექნიკური ნაწილების გაცნობას და ასევე ინტერნეტში სათანადოდ მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.ტრენერი იყო ფასილიტატორი და უშუალო მუშაობის დროს.
Saturday, July 8, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
მე-6 დღე საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული გამოდგა. პრაქტიკულად განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშების შედგენა, პრეზენტაციის ბუკლეტის და ბროშურების შექმნა, საკუთარი ბლოგის შექმნა და მასში ინფორმაციის განთავსება. რასაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ. ტრენერი როგორც ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით.
Saturday, July 1, 2017
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესო გახლათ იმით, რომ გავეცანით მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის ახალ, თანამედროვე მეთოდებს. პრაქტიკულად განვახორციელეთ პროექტის პრეზენტაცია "Power point" -ში. მოვახდინეთ პრეზენტაციის გაფორმება და საბოლოო ფორმის მიცემა. ტრენერი იყო კარგი ხელშემწყობი და გამოირჩეოდა მეგობრული დამოკიდებულებით ჯგუფის თითოეული წევრის მიმართ.
Subscribe to:
Posts (Atom)